საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები რელიგიური ორგანიზაციების სარჩელებზე
2018 წლის 13 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა მონაწილოება მიიღო მრგვალ მაგიდაში, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ რელიგიური ორგანიზაციების სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილებები განიხილეს, შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებსა და მათ იმპლემენტაციაზე იმსჯელეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ რელიგიური ორგანიზაციების, საერთაშორისო მისიებისა და დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, იურისტები და შესაბამისი სფეროს ექსპერტები.
სახალხო დამცველმა საგადასახადო და ქონების კანონმდებლობაში არსებული დისკრიმინაციის შესახებ ისაუბრა, რომელზეც უკვე წლებია ინსტიტუტი ყურადღებას ამახვილებს და შესაბამისი რეკომენდაციებსაც გასცემს.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), საქართველოს სახალხო დამცველი და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი. მხარდამჭერები არიან აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამა (EWMI/PROLoG) და ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (UNAG/PITA).