სახალხო დამცველმა საქართველოს მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა
2025 წლის 21 მარტს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მარნეულში ჩავიდა და მოსახლეობას ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
„ჩვენი სიძლიერე ჩვენს მრავალფეროვნებაშია, ჩვენს ტოლერანტობაშია, მიმღებლობაშია განსხვავებული ეთნიკური წარმოშობის, განსხვავებული რელიგიური კუთვნილების თუ ზოგადად განსხვავებული ადამიანების მიმართ. ამ მრავალფეროვნებამ მოიყვანა საქართველო დღემდე და მე იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება მომავალშიც,“ - განაცხადა სახალხო დამცველმა.