სახალხო დამცველმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში მდებარე #1 პენიტენციური დაწესებულება მოინახულა
2024 წლის 25 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში მდებარე #1 პენიტენციური დაწესებულება მოინახულა, გაესაუბრა პატიმრებს, მათ შორის, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულებს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას.
სახალხო დამცველმა დაათვალიერა დაწესებულების ტერიტორია, მსჯავრდებულთა საცხოვრებელი ოთახები და სველი წერტილები, სამზარეულო და სამედიცინო პუნქტი, მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისთვის აუცილებელი საერთო სივრცეების მდგომარეობა და მათი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ხელმისაწვდომობა, მათ შორის შეხვედრებისა და პაემნებისთვის განკუთვნილი ოთახები.
ლაითურის პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე მოწყობილია ბიბლიოთეკა, ციფრული ტექნიკით არის აღჭურვილი სასწავლო აუდიტორია, სადაც მსჯავრდებულებს საშუალება აქვთ ონლაინ დაესწრონ სასწავლო პროცესს და მიიღონ უმაღლესი განათლება.
მსჯავრდებულებთან საუბრისას სახალხო დამცველი ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობით და უვადოდ თავისუფლებააღკვეთილების პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის მუშაობის ეფექტიანობით დაინტერესდა.
სახალხო დამცველი აგრძელებს პენიტენციური და სხვა დახურული დაწესებულებებისმონიტორინგს.