სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა აჭარაში სასაზღვრო გამშვები პუნქტები მოინახულა
საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ აჭარაში სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, სასაზღვრო პოლიციის სარფის სექტორი და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი მოინახულეს და მგზავრთა ნაკადის გატარების პროცესში მგზავრთა უფლებრივ მდგომარეობას გაეცნენ.
სახალხო დამცველმა ადგილზე შეამოწმა როგორც მგზავრთა შემოსვლის, ისე გასვლის და დაყოვნების სივრცეები, ინსპექტირების პროცედურები და საზღვრის კვეთის წესების დაცვის ხარისხი.