სახალხო დამცველმა ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიღო მონაწილეობა
2023 წლის 13 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიღო მონაწილეობა.
სახალხო დამცველმა ქართველ და ებრაელ ხალხთა მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრა, მენორაზე სანთელი აანთო და ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებს მშვიდობა, კეთილდღეობა და ბედნიერება უსურვა.
ღონისძიება ებრაელთა კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის და მსოფლიო ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაცია „ესთას“ ორგანიზებით გაიმართა.