სახალხო დამცველმა დაბა ქსანის მე-15 პენიტენციური დაწესებულება მოინახულა
2023 წლის 21 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა დაბა ქსანში მე-15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის პენიტენციური დაწესებულება მოინახულა.
ლევან იოსელიანი ესაუბრა პატიმრებს, ასევე, შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციას, გაეცნო ინფრასტრუქტურას და დაათვალიერა საცხოვრებელი პირობები.
სახალხო დამცველი პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს აგრძელებს.