ახალი ამბები

სახალხო დამცველმა ბათუმის #3 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული უვადო თავისუფლებააღკვეთილი პატიმრები მოინახულა

2025 წლის 8 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა ბათუმის #3 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული უვადო თავისუფლებააღკვეთილი პატიმრები მოინახულა და უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების 2 წლიანი პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო.

სახალხო დამცველმა პატიმრებთან აპარატის მიერ მომზადებულ სპეციალურ ანგარიშზე ისაუბრა, სადაც უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულების მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულების, ასევე, პირობით ვადამდე გათავისუფლების საკანონმდებლო და პრაქტიკული ანალიზიაწარმოდგენილი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)