ახალი ამბები

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ENOC-ის 28-ე ყოველწლიური კონფერენციასა და გენერალური ასამბლეაში მიიღეს მონაწილეობა

2024 წლის 19-20 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ, ირინე ჩიხლაძემ და სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ლიკა ღვინჯილიამ მონაწილეობა მიიღეს ევროპის ბავშვთა ომბუდსმენთა ქსელის (ENOC) 28-ე ყოველწლიურ კონფერენციასა და გენერალურ ასამბლეაში.

მიმდინარე წელს კონფერენციის მთავარ თემას წარმოადგენდა სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების უფლებების დაცვა და ხელშეწყობა. ღონისძიების ფარგლებში ხაზგასმით აღინიშნა სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვებისთვის უსაფრთხო, მხარდამჭერი, ბავშვზე მორგებული და მათ სრულფასოვან განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნის მიზნით სახელმწიფოთა მიერ სათანადო ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობა.

გენერალური ასამბლეის ფარგლებში ქსელის წევრებმა ENOC-ის 2024 წლის პოზიციის დოკუმენტი მიიღეს, რომელშიც სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული რეკომენდაციებია ასახული.

ევროპის ბავშვთა ომბუდსმენთა ქსელის (ENOC) მისიაა ბავშვის უფლებების დაიცვა ქსელის წევრებისა და დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერების, გამოცდილების გაზიარების, ადვოკატირებისა და ურთიერთდახმარების გზით.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ENOC-ის ქსელის წევრობას და აპარატი განაგრძობს ქსელთან აქტიურ თანამშრომლობას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)