ახალი ამბები

სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ჟენევაში სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული სივრცის დაცვაში სახალხო დამცველის როლზე ისაუბრა

2025 წლის 25 სექტემბერს ჟენევაში მიმდინარე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-60 სესიის პარალელურად, ადამიანის უფლებათა დაცვის გლობალური ალიანსის (GANHRI) ორგანიზებით გაიმართა პარალელური დისკუსია: ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების როლი სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული სივრცის დაცვაში.

დისკუსიაში მონაწილე საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობათა დაცვაში სახალხო დამცველის როლსა და უფლებამოსილებაზე ისაუბრა; საქართველოში უფლებადამცველთა საქმიანობის შესახებ მოქმედი მარეგულირებელი ნორმები და ამ მიმართულებით უკანასკნელ წლებში ამოქმედებული საკანონმდებლო შეზღუდვები განიხილა და მონაწილეებს ამ შემზღუდველი ხასიათის ნორმების შესახებ სახალხო დამცველის მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში და საერთო სასამართლოებში წარდგენილი სასამართლო მეგობრის მოსაზრებები, იუსტიციის სამინისტროსადმი გაგზავნილი სპეციალური რეკომენდაცია, საჯარო განცხადებები და სხვა სახის გამოხმაურებები გააცნო.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)