ახალი ამბები

სახალხო დამცველის პირველი მოადგილე პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შეხვდა

2019 წლის 7 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძემ საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებთან სახალხო დამცველის როგორც ადამიანის უფლებადამცველი ინსტიტუტის მნიშვნელობა, ევროპის ომბუდსმენების ინსტიტუტების განვითარების ისტორია და დღეისათვის მოქმედი ომბუდსმენების მოდელები განიხილა; ისაუბრა ომბუდსმენის ინსტიტუტის დაცვისა და ხელშეწყობის პრინციპებზე, მათ შორის „ვენეციის პრინციპებზე“, „პარიზის პრინციპებზე“, ადამიანის უფლებათა დაცვის გლობალურ ალიანსზე და საქართველოს ომბუდსმენის ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობისა და მჭიდრო თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკაზე.

პარლამენტის აპარატის თანამშრომლები სახალხო დამცველის მანდატით, სტრუქტურით, რეგიონული ოფისების კომპეტენციით, სახალხო დამცველისადმი მიმართვის მექანიზმებით, საქმის განხილვის შესწავლის შედეგებით და სხვა საკითხებითაც დაინტერესდნენ.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა პრევენციის ეროვნული მექანიზმის როლზე, მუშაობის მეთოდოლოგიასა და საქმიანობაზე ისაუბრეს; ასევე, სახალხო დამცველის, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმის მანდატი, ძირითადი გამოწვევები და სტატისტიკა განიხილეს.

შეხვედრა საქართველოს პარლამენტის აპარატსა და სახალხო დამცველის აპარატს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.

.
.
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)