ახალი ამბები

სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის აპარატთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

2018 წლის 3 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ და საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმი გულისხმობს პატივისცემის პრინციპებზე დაფუძნებულ თანამშრომლობას მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე; ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, ინტელექტუალური და ტექნიკური რესურსების გაზიარებას და მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადების ხელშეწყობას.

მემორანდუმის ფარგლებში სახალხო დამცველის აპარატი და საქართველოს პარლამენტის აპარატი გამართავენ ერთობლივ სამუშაო შეხვედრებს, სემინარებს და კონფერენციებს; ასევე განახორციელებენ საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევასა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებს.

3.05.18


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)