სახალხო დამცველის მოადგილემ ბრიუსელში თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელის (Equinet) ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
2024 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ ბრიუსელში თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელის (Equinet) ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. Equinet-ის წევრებისა და ინსტიტუტების ხელმძღვანელებისთვის განკუთვნილი მრგვალი მაგიდის თემა იყო „ერთად თანასწორობისთვის: თანასწორობის ორგანოთა სტანდარტები“.
ღონისძიებაზე ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე თანასწორობის ორგანოების ძირითადმა პარტნიორებმა გასული წლების სტანდარტებთან დაკავშირებული რეკომენდაციების, ეფექტური მოლაპარაკებებისა და ადვოკატირების შედეგად მიღებული გამოცდილება განიხილეს; დირექტივების ეროვნულ დონეზე ეფექტური ჰარმონიზაციისთვის გაწეული ძალისხმევა გაანალიზეს და მომდევნო ორი წლის პრიორიტეტები დასახეს.
16 ოქტომბერს თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელის გენერალური შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მნიშვნელოვან მმართველობით საკითხებზე, მათ შორის, ყოველწლიური სამუშაო გეგმაზე, ფინანსურ და აქტივობის ანგარიშებზე მიიღეს გადაწყვეტილებები.
შეხვედრის მიზანი იყო ასევე, თანასწორობის ორგანოებსა და ევროკავშირის ახალ ხელმძღვანელობასთან დიალოგს ხელშეწყობა.