სახალხო დამცველის მოადგილეები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ
2021 წლის 2 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეები თამარ გვარამაძე და გიორგი ბურჯანაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს სახალხო დამცველის მიმართ თავდასხმებზე, გასულ პერიოდში იუსტიციის სამინისტროს შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის პრობლემებზე, საკანონმდებლო ორგანოს დამოკიდებულებაზე სასამართლო რეფორმის ხარვეზებთან დაკავშირებით. ასევე განიხილეს ქვეყანაში არსებული მედია გარემო, ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმები და ამ თავდასხმების არაეფექტური გამოძიება. ასევე საარჩევნო დარღვევების გამოძიების პროცესი და პროკურატურასთან თანამშრომლობის საკითხები.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი პერიოდულად სტუმრობს საქართველოს და სახალხო დამცველისგან პირადად ეცნობა ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ვითარებას.