სახალხო დამცველის განცხადება „პირველისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტებზე თავდასხმასთან დაკავშირებით
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ტელეკომპანიების „პირველისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტებზე თავდასხმას და მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მოახდინოს პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატაროს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნულ ფაქტებზე მოხდეს მყისიერი რეაგირება და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა არ გახდეს წახალისებული.
საქართველოს სახალხო დამცველი თავისი მანდატის ფარგლებში შეისწავლის მომხდარ ფაქტს.