სახალხო დამცველის განცხადება გურიაში მომხდარი წყალდიდობისა და მეწყერის გამო
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მწუხარებას გამოთქვამს გურიაში სტიქიის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და იმედს გამოთქვამს, რომ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ყველა ღონეს მიმართავენ დაკარგული მოზარდის საპოვნელად და მის გადასარჩენად.
ძლიერმა წვიმამ გურიაში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. დაინგრა და დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, დაიხოცა შინაური ცხოველები, განადგურდა ნარგავები და ნათესები, ამორტიზებულია ხიდები.
გურიაში მიმდინარე სტიქიით დაზარალებულს სახელმწიფოს თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდება.