სახალხო დამცველის განცხადება ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეებთან დაკავშირებით
სახალხო დამცველის აპარატი, როგორც სისტემურ, ასევე ინდივიდუალურ დონეზე შეისწავლის ბავშვის მიმართ ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის საქმეებს და მიმართავს ყველა შესაბამის უწყებას მართლმსაჯულების განხორციელების ეფექტიანობის შეფასებისა და წარმართვისთვის.
ბავშვის მიმართ ძალადობის, განსაკუთრებით კი სექსუალური ძალადობის დანაშაულთა სიმძიმის გათვალისწინებით, არსებითად მნიშვნელოვანია ამ პროცესში თითოეული მოქმედების განხორციელებისას ბავშვების საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტული გათვალისწინება და ყველა იმ ღონისძიების განხორციელება, რაც საჭიროა მათთვის მხარდამჭერი გარემოს შექმნისა და მეორეული ვიქტიმიზაციისგან დასაცავად.
სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საჯარო განცხადებების გაკეთებისას ან მედია საშუალებების მიერ მსგავსი ფაქტების გაშუქებისას, ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მათი რეტრავმატიზაციის პრევენციისთვის, აუცილებელია ბავშვზე მორგებული მიდგომის გამოყენება, არასრულწლოვანთა კონფიდენციალურობის და ზოგადად, ეთიკის დაცვის მაღალი სტანდარტითხელმძღვანელობა.