სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე პარლამენტის დადგენილებით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა
2019 წლის 8 და 9 თებერვალს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, სახალხო დამცველის მოადგილეებმა გიორგი ბურჯანაძემ და ეკატერინე სხილაძემ და აპარატის თანამშრომლებმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილსა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად „საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2018 წლის დადგენილებით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა, არსებული ბარიერები და 2018 წელს გამოვლენილი ახალი გამოწვევები განიხილეს.
შეხვედრა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის კანონის უზენაესობა საქართველოში (PROLoG) მხარდაჭერით გაიმართა.