სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს შეხვდა
2024 წლის 27 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს სიოფრა ო'ლირის, საქართველოს არჩეულ მოსამართლეს ლადო ჭანტურიას და სასამართლოს რეგისტრატორის მოადგილეს აბელ კამპოსს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველის მიერ სასამართლო მეგობრის მოსაზრებების (Amicus Curiae) მომზადებისა და გაგზავნის პრაქტიკა და სასამართლოს გადაწყვეტილებების მიღებისას მათი მნიშვნელობა განიხილეს. ასევე ისაუბრეს სასამართლოს გაძლიერების შესაძლებლობებზე.
სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობას, ქვეყანაში სამართლიანობის ხარისხის გაზრდის თვალსაზრისით.