სახალხო დამცველი ვატიკანის ელჩს შეხვდა
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი წმინდა საყდრის დესპანს (ვატიკანის ელჩს) საქართველოში, მის აღმატებულება არქიეპისკოპოს ჟოზე ბეტანკურს შეხვდა.
არქიეპისკოპოსმა სახალხო დამცველს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და ხაზი გაუსვა ინსტიტუციებს შორის მრავალწლიან თანამშრომლობას. ლევან იოსელიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კათოლიკური ეკლესიის ისტორიულ წარსულზე საქართველოში და აღნიშნა, რომ რელიგიური კონფესიების მხარდაჭერა სახალხო დამცველის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტსწარმოადგენს.