სახალხო დამცველი UNICEF-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
2024 წლის 15 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა.
სახალხო დამცველმა სტუმარს აპარატის მანდატი გააცნო და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით, მათ შორის, ადრეული ქორწინების და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვების უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული პრობლემები მიმოიხილა. ისაუბრეს ასევე, ბავშვების მართლმსაჯულებაზე წვდომის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებულ კვლევაზე.
გაცნობითი ხასიათს შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.