სახალხო დამცველი თბილისის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებს შეხვდა
2023 წლის 30 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებს შეხვდა და ინსტიტუციის არსი და მანდატი გააცნო. ისაუბრა სახალხო დამცველის როლზე ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში და ადამიანის უფლებათა განათლების მნიშვნელობაზე სასკოლო გარემოში.
სახალხო დამცველმა ბავშვების კითხვებსაც უპასუხა, რომელიც მის საქმიანობას და პრიორიტეტებს ეხებოდა, მოსწავლეები განსაკუთრებით ბავშვის უფლებებით დაინტერესდნენ.
შეხვედრა ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის (EPAG) მხარდაჭერით გაიმართა.