ახალი ამბები

სახალხო დამცველი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს შეისწავლის

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს და ადვოკატს შეხვდა.

სახალხო დამცველის განცხადებით ის მზადაა ჩაერთოს საქმის შესწავლის პროცესში და ოჯახის ადვოკატთან ერთად გაეცნოს სისხლის სამართლის მასალებს, სახალხო დამცველი ასევე გეგმავს შეხვდეს გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს და პირადად მისგან მოისმინოს საქმესთან არსებულ კითხვებზე პასუხები.

„პროკურატურა სახალხო დამცველს აძლევს სრულ დაშვებას საქმის მასალებზე, ამ გარემოების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია პირადი შეხვედრა გენერალურ პროკურორთან, რადგან დაზარალებული მხარის განცხადების სწორედ ირაკლი შოთაძისგან მიიღეს გარკვეული დაპირებები გამოძიებასთან დაკავშირებით.“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ

სახალხო დამცველის განმარტებით ამ ეტაპზე არაერთი კითხვა ჩნდება საქმის მასალებთან დაკავშირებით, აპარატის ჩართულობის მიზანია დადგინდეს არის თუ არა გამოძიება ყოველმხრივი, კრიტიკული და ობიექტური.

პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა, ის 5 დღიანი ძებნის შემდეგ საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდგომში ბრალდებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)