სახალხო დამცველი სომხეთის რესპუბლიკის ომბუდსმენს შეხვდა
2023 წლის 1 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სომხეთის რესპუბლიკის ომბუდსმენს ანაით მანასიანს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა განიხილეს, ძირითად გამოწვევებზე, სამუშაო სპეციფიკასა და ორი ქვეყნის ადამიანის უფლებათა დამცველ ინსტიტუტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
სომხეთის ომბუდსმენი ეროვნებით სომეხი საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვის, მათი ინტეგრაციისა და თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულობის საკითხებით დაინტერესდა.
ანაით მანასიანი სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ეთნიკური უმცირესობისა და რელიგიური უმცირესობის საბჭოების წარმომადგენლებსაც შეხვდა და ტოლერანტობის ცენტრის მუშაობის გაეცნო.