სახალხო დამცველი სამცხე-ჯავახეთის და წალკის ვიკარიატის წინამძღვარს შეხვდა
2023 წლის 24 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, სამცხე-ჯავახეთის და წალკის ვიკარიატის წინამძღვარს არქიმანდრიტ ნშან ჰმაიაკიანს შეხვდა.
შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა რელიგიური უმცირესობების უფლებების მიმართულებით სახალხო დამცველის მანდატსა და საქმიანობაზე ისაუბრა; ასევე, ხაზი გაუსვა, რომ აპარატის პრიორიტეტი რელიგიური კონფესიებისთვის თანასწორი გარემოს შექმნაა.