სახალხო დამცველი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა
2021 წლის 17 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ორბელიანების სასახლეში ეწვია.
შეხვედრაზე პრეზიდენტმა და სახალხო დამცველმა ისაუბრეს ბოლო პერიოდში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე, მათ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, მოქმედ კანონმდებლობასა და სისტემურ ხარვეზებზე. ასევე, ხაზი გაუსვეს სწრაფი, ეფექტიანი და დამოუკიდებელი საგამოძიებო პროცესის აუცილებლობას.