სახალხო დამცველი საქართველოს მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ, ამ სახალხო დღესასწაულს ულოცავს და მათ სიკეთეს, სიხარულსა და ჯანმრთელობას უსურვებს.
ნოვრუზ ბაირამი - გაზაფხულის შემოსვლის და სიცოცხლის განახლების დღესასწაული, აღმოსავლეთის ერების დიდი ნაწილის ტრადიციული, ეთნიკური ხასიათის დღესასწაულია. იგი 21 მარტს დღისა და ღამის გათანაბრების, ჰაერის გათბობის, თოვლის დნობის დაწყების, ხეების აყვავების, ანუ სიცოცხლის დაწყების დღედ მიიჩნევა. ზოგიერთ ქვეყანაში ნოვრუზ ბაირამით ახალი წელი იწყება.
2009 წლის 28 სექტემბერს იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს. 2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა და ამავე წლიდან იგი საქართველოშიც სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა.