სახალხო დამცველი საქართველოს ებრაული თემის სასულიერო ლიდერებს შეხვდა
2024 წლის 10 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის დიდ სინაგოგას ეწვია და თბილისის დიდი სინაგოგის რაბინს რახინ მურდუხაშვილს, თბილისის ბეით რახელის სინაგოგის რაბინებს ავი მელეხ როზენბლატს, არონ მდინარაძესა და ბენ სიონ ისრაელაშვილს და საქართველოს ებრაელთა კავშირის თავმჯდომარეს მერაბ ჩანჩალაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე მრავალსაუკუნოვანი ქართულ-ებრაული ურთიერთობების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ებრაული თემის წინაშე არსებული გამოწვევები, მათ შორის, საქართველოში მოქმედი სინაგოგების კუთვნილების საკითხი და სხვა აქტუალური საკითხები განიხილეს. აღინიშნა ასევე, ებრაული თემის რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობის მხარდასაჭერად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული სარესტავრაციო, აღდგენითი საქმიანობა და მატერიალური მხარდაჭერა.
სახალხო დამცველი და ებრაული თემის სასულიერო ლიდერები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.