სახალხო დამცველი „საფინანსო კომპანია საქართველოს“ დაზარალებულ მეანაბრეებს შეხვდა
2019 წლის 6 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე შპს „საფინანსო კომპანია საქართველოს“ დაზარალებულ მეანაბრეებს შეხვდნენ.
სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ მოისმინა დაზარალებულთა პრობლემები და პასუხისმგებელ უწყებებთან კომუნიკაციას დაპირდა.
შპს „საფინანსო კომპანია საქართველოს“ დირექტორს და სხვა პირებს თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქეთა კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ჯგუფურად გაფლანგვისთვის 2017 წლის 31 ივლისს პატიმრობა შეუფარდა. მას შემდეგ დაზარალებული მოქალაქეები ხელისუფლებისგან თანხის ანაზღაურების საკითხის განხილვას ითხოვენ.