სახალხო დამცველი საერთაშორისო პარტნიორი და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
2023 წლის 19 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის მოადგილეები იმ საერთაშორისო პარტნიორი და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომელთაც აპარატთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს.
მხარეებმა სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის გაფართოებისა და უფრო ეფექტური კომუნიკაციის შესაძლებლობებზე. სახალხო დამცველმა ურთიერთობის გაგრძელების სრული მზაობა დაადასტურა.