სახალხო დამცველი „მარგველაშვილის სახელობის სკოლის - XXI საუკუნის“ მოსწავლეებს შეხვდა
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შპს „ლ. მარგველაშვილის სახელობის სკოლა - XXI საუკუნეს“ მოსწავლეებს შეხვდა და ინსტიტუტის მანდატი გააცნო. სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით აპარატის საქმიანობაზე და სასკოლო გარემოში ადამიანის უფლებათა განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. დისკუსიაზე ბავშვის უფლებები, განათლების, გარემოს დაცვისა და პენიტენციურ დაწესებულებებში არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის საკითხები განიხილეს.
სახალხო დამცველმა ბავშვების კითხვებს უპასუხა, რომელიც მის საქმიანობასა და პრიორიტეტებს მოიცავს. სკოლის მოსწავლეებმა სახალხო დამცველთან სამომავლო შეხვედრებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ განათლების საკითხებზე დისკუსიის სურვილი გამოთქვეს.