სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ორხევის სოციალურ საცხოვრისი მოინახულა
2023 წლის 16 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ორხევის სოციალურ საცხოვრისი მოინახულა და იქ არსებული პირობებს გაეცნო.
შენობაში 250-ზე მეტი უსახლკარო ადამიანია განთავსებული, რომელთა შორის 90-მდე ბავშვია.
„პირადად გავეცანი საცხოვრისში არსებულ მდგომარეობას და ცალსახაა, რომ არსებული პირობები არანაირ სტანდარტს არ შეესაბამება. თვალხილულია შენობის ავარიულობაც და ამ ნაწილში, აქ მცხოვრები ადამიანები ექსპერტის დასკვნას ელოდებიან. საცხოვრისი გადატვირთულია, არ არის მისაწვდომი შშმ პირებისა და ბავშვებისთვის, სივრცეების გასატიხრი მასალები ვერ აკავებს ხმაურს. ამ პრობლემების გათვალისწინებით, ხელისუფლების მხრიდან მეტი ყურადღების გამოჩენაა საჭიროა, რათა ამ ადამინებმა ღირსეულ საცხოვრებელ პირობებში და მოწესრიგება გარემოში იცხოვრონ“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.