ახალი ამბები

სახალხო დამცველი იმერეთში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ქალთა უფლებადამცველებს შეხვდა

2024 წლის 27 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის აპარატის ქუთაისის ოფისში იმერეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ქალთა უფლებადამცველებს შეხვდა.

შეხვედრაზე გენდერული თანასწორობის კუთხით რეგიონში არსებული მდგომარეობა სამოქალაქო სექტორის უფლებების დაცვის საკითხები, ცნობიერების ამაღლებისა თუ სხვა საჭიროებები და გამოწვევები განიხილეს.

სახალხო დამცველმა შეხვედრის მონაწილეებს აპარატის მანდატი, ქალთა გაძლიერების მიმართულებით მიმდინარე საქმიანობა და პრიორიტეტები გააცნო. ისაუბრეს ასევე, სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

ღონისძიება საქართველოს სახალხო დამცველისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ერთობლივი ორგანიზებითა და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)