საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს გენდერის საკითხებზე მომუშავე ჯგუფთან შეხვედრა
2023 წლის 29 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სოფიო რუსეცკი სახალხო დამცველთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს გენდერულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს შორის ბავშვობის ასაკში ქორწინების თემაზე ინფორმაციის გაცვლასა და აღნიშნულ საკითხზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხი წარმოადგენდა.
სახალხო დამცველის წარმომადგენელმა საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა აპარატის მიერ შესწავლილი ბავშვობის ასაკში ქორწინების საქმეებიდან გამოკვეთილ პრობლემებზე. ასევე, იმსჯელეს პრევენციული ღონისძიებების საჭიროებებზე.
ეთნიკური უმცირესობათა საბჭოს წევრებმა საბჭოს საქმიანობაზე, რეგიონებში არსებულ გამოწვევებსა და ტენდენციებზე ისაუბრეს.
შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა ბავშვობის ასაკში ქორწინების პრევენციის მიმართულებით საერთო აქტივობები დაგეგმეს.