საქართველოს სახალხო დამცველმა ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატი მოინახულა
2023 წლის 2 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატი მოინახულა, შეხვდა პანსიონში მცხოვრებ ბენეფიციარებს, დაწესებულების პერსონალს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. სახალხო დამცველმა დაათვალიერა საცხოვრებელი ტერიტორია, კვების ბლოკი, გაეცნო ინფრასტრუქტურას და პანსიონში არსებულ სანიტარულ-ჰიგიენური პირობებს; დაინტერესდა სამედიცინო სერვისების ხარისხითა და ხანდაზმულთა სხვადასხვა აქტივობებით.
სახალხო დამცველის აპარატი მუდმივად ატარებს ქვეყანაში მოქმედი პანსიონატების მონიტორინგს, ეცნობა არსებულ მდგომარეობას და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს, რომლებიც ასევე ასახულია სახალხო დამცველის ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშებში.