საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალური ვიზიტი სტრასბურგში
2023 წლის 22-24 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში მიემგზავრება, სადაც მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს.
სახალხო დამცველი ინფორმაციას მიაწვდის საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ, ასევე განიხილავს კანდიდატის სტატუსის მისაღებად ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესს.
შეხვედრები გაიმართება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან დუნია მიატოვიჩთან, წამების პრევენციის კომიტეტთან (CPT), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების დეპარტამენტთან, სოციალური უფლებების ევროპულ კომიტეტთან (ECSR), ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალურ დირექტორატთან (DGI), რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპულ კომისიასთან (ECRI) და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მომუშავე სხვა მაღალი თანამდებობის მქონე პირებთან.