ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება საქართველოში მყოფი უკრაინელი ბავშვების უფლებების დაცვის შესახებ

უკრაინაში განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად 10 მილიონზე მეტი ადამიანი გახდა იძულებით ადგილნაცვალი პირი, მათ შორის 6 მილიონ ადამიანზე მეტი ქვეყნის შიგნით გადაადგილდა, ხოლო 3 მილიონზე მეტი საზღვარგარეთ, მათ შორის, საქართველოში. უსაფრთხო თავშესაფრის ძიების პროცესში იძულებით ადგილნაცვალი პირების უმეტესობა, დაახლოებით 90% კი ბავშვი და ქალია.

ომის შედეგად მიყენებული ტრავმა განსაკუთრებით მძიმედ, სწორედ ბავშვებზე აისახება. შესაბამისად, არსებითად მნიშვნელოვანია უკრაინიდან იძულებით ადგილნაცვალი ბავშვების მხარდაჭერა, კეთილსაიმედო გარემოთი უზრუნველყოფა და ბავშვებისა და მათზე მზრუნველი პირების ინფორმირება, ქვეყანაში არსებული მათზე ორიენტირებული სერვისების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველს სურს, საქართველოში მყოფ უკრაინიდან იძულებით ადგილნაცვალ პირებს მიაწოდოს ინფორმაცია, ქვეყანაში მოქმედი, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციისა და უშუალოდ, უკრაინის ომბუდსმენის აპარატის მიერ შემუშავებული სერვისებისა და დამხმარე მექანიზმების შესახებ.

  • განათლების უფლების მისაწვდომობის და საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის მიზნით, მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას, საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან. მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ სკოლას. მოსწავლეებს, საქართველო სთავაზობს საჯარო სკოლებში სწავლას, როგორც სახელმწიფო, ასევე, სხვა ენებზე. სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეების კანონიერ წარმომადგნელებს შეუძლიათ, ასევე მიმართონ კერძო სკოლებს. აღნიშნულ საკითხზე დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე: (995 32) 2 200 220.
  • ამასთან, საქართველოში უკრაინიდან ჩამოსულ სასკოლო ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს ფსიქო-სოციალურ საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური. ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციისთვის მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელ ხაზზე: 08 00 00 00 88, რომელიც ფუნქციონირებს 24 საათის განმავლობაში.
  • განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უკრაინელი ბავშვების განათლებაზე მისაწვდომობის მიზნით, უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისმა შექმნა საინფორმაციო გზამკვლევი, რომელიც განკუთვნილია ბავშვებისთვის, მათი მშობლებისა და პედაგოგებისთვის. გზამკვლევი უკრაინულენოვან საგანმანათლებო რესურსებსა თუ პორტალებზე წვდომით, საზღვარგარეთ მყოფი, უკრაინიდან დროებით იძულებით ადგილნაცვალი ბავშვებისთვის სწავლის შესაძლებლობას უფრო მისაწვდომს ხდის.
  • ხაზგასასმელია, რომ უკრაინიდან საქართველოში ჩამოსულ პირებს, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება ან ინფორმაცია თავშესაფრის შესახებ, შეუძლიათ მიმართონ გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR) საქართველოში ტელეფონი: +995 577415 610/ ელექტრონული ფოსტა: geotbrt@unhcr.org

თავის მხრივ, საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად გაუწევს მონიტორინგს საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ბავშვების უფლებების განუხრელ დაცვას და გააგრძელებს თანამშრომლობას უკრაინის სახალხო დამცველის ოფისთან, მათ შორის, ევროპის ბავშვთა ომბუდსმენთა ქსელის საქმიანობის ფარგლებში. აქვე გაცნობებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, დაინტერსებულ პირებს შეუძლიათ 24 საათის განმავლობაში მიმართონ საქართველოს სახალხო დამცველს ცხელ ხაზზე - 1481.


© ფოტო საზოგადოებრივი მაუწყებელი


ЗАЯВА НАРОДНОГО ЗАХИСНИКА ГРУЗІЇЩОДО ЗАХИСТУ ПРАВ УКРАЇНСЬКИХ ДІТЕЙ У ГРУЗІЇ

Понад 10 мільйонів людей стали вимушеними переселенцями внаслідок бойових дій в Україні понад 6 мільйонів із них переїхали всередині країни, і понад 3 мільйони за кордон, у тому числі до Грузії. Більшість вимушених пересілих осіб, які шукають безпечний притулок, близько 90% складають діти та жінки.

Травма, завдана війною, особливо тяжка для дітей. Тому необхідно підтримувати вимушених пересілих дітей з України. Забезпечення безпечного середовища та інформування дітей та опікунів про послуги, орієнтовані на них у країні.

На підставі вищевикладеного, Народний захисник хоче надати інформацію внутрішньо переміщеним особам з України в Грузії, про послуги та механізми підтримки, розроблені органами місцевого самоврядування, міжнародною організацією та апаратом омбудсмена в Україні.

  • З метою доступу до права на освіту та інтеграцію в освітній простір учні, які внаслідок бойових дій в Україні з 24 лютого 2022 року не мають можливості продовжити загальну освіту в українських школах, будуть зараховані до грузинських шкіл спрощеним способом. Бажаючі мають подати заявку до бажаної школи. Грузія пропонує учням навчатися в державних школах як державною, так і іншими мовами. За бажанням законні представники учнів також можуть звертатися до приватних шкіл. Детальна інформація з цього питання доступна за гарячою лінією Міністерства освіти і науки Грузії: + (995 32) 2 200220.
  • Крім того, послуги психолого-соціального консультування пропонуються дітям шкільного віку та підліткам з України в Грузії Службою ресурсів ЮЛСП освітньої установи. Для індивідуального та групового консультування бажаючі можуть зателефонувати на гарячу лінію Центру психосоціальної допомоги: 08 00 00 00 88, яка працює цілодобово.
  • Особливо важливо наголосити на тому, що для забезпечення доступу до освіти для українських дітей Апарат Уповноваженого з прав людини Верховної Ради України створив інформаційний довідник. Який призначений для дітей, їхніх батьків та педагогів. Посібник з доступу до україномовних освітніх ресурсів або порталів робить більш доступним навчання для дітей, тимчасово переселених з України за кордон.
  • Слід зазначити, що особи, які прибувають до Грузії з України, яким потрібна допомога чи інформація про надання притулку, можуть звернутися до Агентства ООН (UNHCR) у справ біженців у Грузії за телефоном: +995 577 415 610/Електронна пошта: geotbrt@unhcr.org

Зі свого боку, Народний захисник Грузії активно стежитиме за неухильним захистом прав українських дітей, які проживають у Грузії, і продовжить співпрацю з Офісом Народного захисника України. У тому числі в рамках діяльності Європейської мережі дитячих омбудсменів повідомляємо Вам, що у разі потреби зацікавлені особи можуть зв'язатися з Народним Захисником Грузії з гарячої лінії – 1481 протягом 24 годин.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)