საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
გილოცავთ, დღეს ევროკომისიამ მოგვცა ისტორიული შანსი დავუახლოვდეთ ევროპულ ოჯახს.
ევროპა ჩვენთვის არის ადგილი, სადაც ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და პატივი შეუფასებელია, ადგილი, სადაც მმართველობა რეალურად დემოკრატიულია, ხოლო კანონი უზენაესია და საყოველთაო.
მინდა დიდი ილიას სიტყვები მოვიშველიო - „ყოველი კაცი, რომელსაც კი თვალებზედ ჩამოფარებული არა აქვს რა, ხედავს, რომ ცხოვრება რაც გუშინ იყო, ის დღეს აღარ არის, რომ იგი იცვლება, მიდის წინ და მოაქვს განახლება ყოველისფერისა“.
გილოცავთ განახლების ეპოქაში შესვლის პირველ ნაბიჯს და იმედს გამოვთქვამ, რომ დეკემბერში ევროსაბჭო გაითვალისწინებს ევროკომისიის გადაწყვეტილებას და საქართველო სტატუსს მიიღებს. შემდეგ კი ახალი გამოწვევებისა და ცვლილებებისთვის მოვემზადოთ.