საქართველოს სახალხო დამცველი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა
2022 წლის 26 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სტრასბურგში ვენეციის კომისიის ახლადარჩეულ პრეზიდენტს კლერ ბაზი მალარის შეხვდა.
სახალხო დამცველმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტს საქართველოს სახალხო დამცველის მანდატი გააცნო და სახალხო დამცველის აპარატისა და უფლებადამცველი დამოუკიდებელი ინსტიტუტების წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა. ნინო ლომჯარიამ ხაზი გაუსვა ვენეციის კომისიის მოსაზრებების მნიშვნელობას კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რასაც სახალხო დამცველი თავის რეკომენდაციებსა თუ ანგარიშებში ხშირად ეყრდნობა.
თანამშრომლობის გაღრმავების და „ვენეციის პრინციპების“ პოპულარიზაციის მიზნით, სახალხო დამცველმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.