ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კოკა კაციტაძეს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი ორ უწყებას შორის სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების საკითხების განხილვა იყო.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სახალხო დამცველის ოფისთან არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც მოიცავს მიმდინარე გამოძიებების, მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის და სტატისტიკის მიწოდებას, ასევე მოქალაქეთა უფლებების დარღვევის თაობაზე სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსულ შეტყობინებებს და მათზე რეაგირების მეთოდებს.

საუბარი ასევე შეეხო, განხორციელებულ პროექტებს და იმ პოზიტიურ შედეგებს, რომელზეც მუშაობა 2022-2023 წლებში სწორედ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობითა და მონაწილეობით წარიმართა. ეს ეხება სისხლის სამართლის საქმის მასალებზე მსხვერპლთა ხელმისაწვდომობას, მოწმისა და დაზარალებულის უსაფრთხოებისთვის დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენებას, მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველოს შექმნას.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას და მათთან ერთობლივ პროექტებში მონაწილეობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)