საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა
2024 წლის 29 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და აქტუალური საკითხები განიხილეს. სახალხო დამცველმა აპარატის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, გამოწვევებსა და მათი გადაჭრისთვის მთავრობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება ყურადღებით ეკიდება სახალხო დამცველის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გაზიარებისა და განხორციელების პროცესს, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებას.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ასევე, სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას.