საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შეხვდა
2023 წლის 24 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი ამილახვარს შეხვდა.
შეხვედრაზე სახალხო დამცველმა მინისტრს განათლების მიმართულებით აპარატის საქმიანობა გააცნო, ისაუბრა ადამიანის უფლებების შესახებ ცოდნის დონის ამაღლების მნიშვნელობაზე სამოქალაქო საზოგადოებისთვის და ამ საქმეში სახალხო დამცველის როლსა და აპარატის ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის მუშაობას გაუსვა ხაზი.
მხარეები მნიშვნელოვან სახელმწიფო სტრატეგიულ დოკუმენტებში ადამიანის უფლებების სწავლების საკითხის გათვალისწინების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ და სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს.