საქართველოს სახალხო დამცველი ევროკავშირის ელჩს შეხვდა
2018 წლის 12 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს და ევროკავშირის წარმომადგენლობის სამართლებრივი პროგრამების მენეჯერს პიტერ დენისს შეხვდა.
ნინო ლომჯარიამ შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული მდგომარეობა განიხილა და ევროკავშირის ელჩს სახალხო დამცველის მანდატი გააცნო. ასევე ისაუბრეს არასათანადო მოპყრობის გამოძიების კუთხით არსებულ პრობლემებსა და ზოგადად, სამართალდამცავ სტრუქტურებსა და მართლმსაჯულების სფეროში არსებულ გამოწვევებზე.
სახალხო დამცველმა მადლობა გადაუხდა ელჩს იმ მნიშვნელოვანი დახმარებისთვის, რასაც ევროკავშირი წლების განმავლობაში უწევს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს. მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.