საქართველოს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები მსოფლიო პატრიარქს შეხვდნენ
2024 წლის 16 სექტემბერს სტამბულში ვიზიტით მყოფი საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს გაეროსასოციაციასთან, ევანგელურ ალიანსთან და კონსტანტინოპოლის ქართულ სამრევლოსთან თანამშრომლობით, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ქრისტიანულ ეკლესიათა შორის დიალოგის მნიშვნელობაზე და ქვეყანაში ტოლერანტობის განსამტკიცებლად განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს.
ვიზიტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების პროგრამის - „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც საქართველოს გაეროსასოციაცია ახორციელებს.