საქართველოს სახალხო დამცველი სამცხე-ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს შეხვდა
2023 წლის 24 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სამცხე-ჯავახეთში არსებული გამოწვევების გაცნობის მიზნით რეგიონში მოქმედი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და ადგილობრივი მედიის ჟურნალისტებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო ენაზე ხარისხიანი განათლების მიღების პრობლემა და მისგან გამოწვეული ახალგაზრდების მიგრაცია, გაძლიერებული ანტიდასავლური პროპაგანდა, სამუშაო ადგილების ნაკლებობა.
გამოწვევად დასახელდა ასევე საგზაო ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, ზოგიერთი სოფლების ბავშვები სკოლაში სწორედ ამ პრობლემის გამო ვერ დადიან. გართულებულია ასევე, საკვები და აუცილებელი საყოფაცხოვრებო პროდუქტების მიწოდება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეგიონში აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს შშმ პირთა დღის ცენტრის არსებობა და სახელმწიფო სერვისებზე წვდომის გაუმჯობესება; ხაზი გაუსვეს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
რეგიონში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ნინოწმინდის მერს ანივარდ მისოანსაც შეხვდა, სადაც დეტალურად გაეცნო მუნიციპალიტეტის საქმიანობას და დაგეგმილპროგრამებს.