საქართელოს სახახლო დაცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს განცხადება
სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებასა და გულისტკვილს საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიასა და მისი თანამშრომლების, ასევე ზოგადად, ომბუდსმენის ინსტიტუტის წინააღმდეგ გახშირებული უსაფუძვლო თავდასხმების გამო.
საჭიროდ მივიჩნევთ შევახსენოთ ყველას, რომ სახალხო დამცველი არის კონსტიტუციური ინსტიტუტი; მისი ვალდებულებაა პირნათლად, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე დაიცვას ადამიანები, რომელთა უფლებები ილახება, დაიცვას ისინი ნებისმიერი წნეხისა და ზეწოლის მიუხედავად.
განსაკუთრებით დიდ შეშფოთებასა და მიუღებლობას იწვევს ის გარემოება, რომ გაჟღერებული შეუწყნარებლობა, სიძულვილი, დევნისა და ძალადობისკენ მოწოდება, ხშირად, რელიგიისა და პატრიოტიზმის სახელითაა შენიღბული. რელიგიასა და სამშობლოს სიყვარულს საერთო არაფერი უნდა ჰქონდეს სიძულვილთან.
დარწმუნებული ვართ, რომ სახალხო დაცველის წინააღმდეგ შეტევა, საბოლოო ჯამში, ყოველგვარი შედეგის გარეშე დასრულდება, რადგან გვეიმედება საქართველოს მოქალაქეების, რომლებიც სიძულვილისა და შეუწყნარებლობის მასობრივ გამოხატვას ნეგატიურად და კრიტიკულად აფასებენ.
კიდევ ერთხელ გამოვხატავთ პატივისცემას უშუალოდ სახალხო დაცველისა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისადმი და მივიჩნევთ, რომ ომბუდსმენის შრომას განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა აქვს ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისთვის.
ქართველ მუსლიმთა კავშირი
სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
ლათინ კათოლიკეთა ამიერკავკასიის სამოციქულო ადამინისტრაცია
საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო
ევანგელისტური ეკლესია
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია
ევანგელურ-ლუთერული ეკლესია
ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია
სახარების რწმენის ეკლესია
აჰმადია მუსლიმთა გაერთიანება
ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა
მეგობრთა საზოგადება - კვაკერები
სვედენბორგის რელიგიური საზოგადოება
დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
ხსნის არმია
ევანგელური ეკლესია „ურყევი საფუძველი“