ახალი ამბები

საინფორმაციო შეხვედრები შიდა ქართლის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან

2020 წლის სექტემბერში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სოფიო რუსეცკიმ და თამარ ცხოვრებაძემ საინფორმაციო შეხვედრები დისტანციურად გამართეს შიდა ქართლის (ხაშურის, ქარელის, კასპის, გორის) მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ახალი კორონა ვირუსის პანდემიის პერიოდში გენდერული თანასწორობის საბჭოების წინაშე არსებული გამოწვევებისა და მუნიციპალიტეტებში წამოჭრილი პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიღება. შეხვედრების მონაწილეებმა განსაკუთრებულ გამოწვევად სიღარიბე და სოციალური მდგომარეობის გართულება დაასახელეს. ისაუბრეს ოჯახში ძალადობის შემთხვევების ზრდაზე და საზოგადოებაში არსებულ წინასწარგანწყობებსა და სტერეოტიპებზე.

ქვეყანაში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოებმა ვერ მოახერხეს დაგეგმილი აქტივობების განხორციელება და მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს წევრები აქტიურად ცდილობენ მონაწილეობა მიიღონ ზემოაღნიშნული პრობლემების გადაჭრის პროცესში, მათ ჯეროვან ფუნქციონირებას კვლავაც აფერხებს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების განხორციელებისთვის შესაბამისი ბიუჯეტის არარსებობა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტი აგრძელებს დისტანციურ შეხვედრებს საქართველოს სახვადასხვა რეგიონში გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება