საინფორმაციო შეხვედრა სათანადო საცხოვრისის, საკვებზე ხელმისაწვდომობის, ხანდაზმულ პირთა და ეკონომიგრანტთა უფლებებთან დაკავშირებით
2023 წლის 2 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეხვედრა გამართეს ბათუმში აჭარის და გურიის მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეებს და მერიის სხვა წარმომადგენლებთან. შეხვედრები გაიმართა ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილესა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე დეპარტამენტის უფროსმა ლიკა წიკლაურმა მონაწილეებს გააცნო სახალხო დამცველის აპარატის წლიური ანგარიშის შესაბამისი თავები და რეკომენდაციები სათანადო საცხოვრისის, საკვებზე ხელმისაწვდომობის, ხანდაზმულ პირთა და ეკონომიგრანტთა უფლებებთან დაკავშირებით. დისკუსიაზე აღნიშნული მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა მუნიციპალიტეტის, ასევე ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა.
ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა.