საფრანგეთის საელჩოსა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოებმა ადამიანის უფლებათა დამცველები დააჯილდოვეს
2018 წლის 12 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოღვაწე ქართველ აქტივისტთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა დაჯილდოების ცერემონიაში. ღონისძიებას საფრანგეთისა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოები ყოველწლიურად მართავენ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.
„ამ ღონისძიებით ნიდერლანდების სამეფო და საფრანგეთის რესპუბლიკა თავის მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავენ საქართველოში მოქმედი სამოქალაქო სექტორის მიმართ, მე მონაწილოებას ვიღებ ადამიანის უფლებების ჯილდოს მფლობელების შესარჩევ კომისიაში და ვაცხადებ, რომ თქვენ – დღეს გამარჯვებულებო, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ერთ–ერთ ნათელ წერტილსა და თავისუფალ სივრცეს წარმოადგენთ. ეს ჯილდო არის თქვენი ღვაწლის დაფასება“, – განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.