მემორანდუმი სომხეთის ომბუდსმენთან
2019 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველმა არმან ტატოიანმა ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარებაზე, რაც ორი ქვეყნის ადამიანის უფლებათა დამცველ ინსტიტუტებს რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით უკეთესი შედეგის მიღწევასა და უფრო მაღალი სტანდარტი დამკვიდრებაში შეუწყობს ხელს.
მემორანდუმი გულისხმობს თანამშრომლობას სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, ეკოლოგიის, ბიზნესსა და ადამიანის უფლებების სფეროებში. წამების აღმოფხვრისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების უფლებების დაცვის და სხვა საკითხებში. ასევე მოხდება საჭირო ინფორმაციის გაცვლა ერთი ქვეყნის მოქალაქ(ეებ)ის მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე უფლებების დარღვევის შემთხვევაში.