ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან
2024 წლის 27 ივნისს სახალხო დამცველის აპარატის ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის თანამშრომლები გვანცა დავითაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი და ანა ჩუბინიძე სკოლის მოსწავლეების შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობისა და პრაქტიკის გაცნობა იყო. შეხვედრისას მომხსენებლებმა ისაუბრეს სახალხო დამცველის საგანმანათლებლო მანდატზე, სახალხო დამცველის მექანიზმებზე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში და აპარატის შექმნის ისტორიაზე.
შეხვედრა ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის (EPAG) მხარდაჭერით გაიმართა.